ამ წიგნის ერთი თავი წავუკითხე ბავშვებს და ამიერიდან მათ უკვე იციან ვინ არის პერსეფონე, ჰადესი და დემეტრა, ასევე იციან შიკრიკის ფუნქცია და ისიც თუ როგორ წარმოიშვა წელიწადის დროები ძველი ბერძნების მიხედვით.
შემდეგ ბავშვებს ვაჩვენე ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ნახატი: სანდრო ბოტიჩელის ”პრიმავერა”
სანდრო ბოტიჩელი იტალიელი მხატვარი იყო და მისი ეს შედევრი დღეს იტალიის ქალაქ ფლორენციის მუზეუმში ინახება. ”პრიმავერა” იტალიური სიტყვაა და გაზაფხულს ნიშნავს.
გაზაფხულის ფერებში ხატვა ყოველთვის ლამაზ შედეგვს გვაძლევს. ავიღეთ კალკის ფურცელი და დავკუჭეთ, შემდეგ ისევ გავშალეთ და ფლომასტერი გადავუსვით ფურცელზე გაჩენილ ხაზებს.
ასე დაიხატა მრავალი გეომეტრიული ფიგურა კალკის ფურცელზე. ეს გეომეტრიული ფიგურები კი გავაფერადეთ ბრჭყვიალა საღებავებით.
ესეც გაზაფხულის ფერები:
და ბოლოს, დისნეის მოკლემეტრაჟიანი მულტფილმები გაზაფხულის თემატიკის ირგვლივ:
ხშირად ვარ ხოლმე ლიგამუსში, ძალიან მიყვარს ეგ გარემო <3
ReplyDeleteთუმცა საბავშვო ოთახში რა ხდება არასდროს დავინტერესებულვარ :) საკითხავად ძლიან ხშირად შემოვდივარ.