გამოხმაურება

რას წერენ და ამბობენ მეზღაპრესა და მის "წიგნების სამყაროზე"


თამარას ბლოგი ბავშვებისთვის


თამარა კალხიტაშვილი: ჩემს ბლოგს ბავშვებისა და ლიტერატურის შესახებ დავწერ ხოლმე. გიამბობთ ზოგიერთ სიახლეს და ვეცდები, საინტერესო ღონისძიებების შესახებ დროულად შეგატყობინოთ.
 ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, მკითხველის (ინტერნეტ–მომხმარებლის) ყურადღება ბავშვებს და მათი სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს,
 წიგნებს მივაპყროთ. იმედი მაქვს, თემები, რომელსაც შევარჩევთ, დაგაინტერესებთ და კომენტარებში თქვენს გამოცდილებასა და რჩევებს გაგვიზიარებთ. წერილის ნაწილი აუცილებლად დაეთმობა  ახალ საბავშვო წიგნს, ორიგინალურ თუ ნათარგმნ ლიტერატურას, (თუკი ყველას ერთად გაგვიმართლებს და კვირიდან კვირამდე თითო ახალი წიგნის ავ–კარგიანობაზე გვექნება სასაუბრო). ასევე ვაპირებ გაგაცნოთ ან გაგახსენოთ ავტორები, რომლებიც კარგ წიგნებს წერენ ბავშვებისათვის (კარგია რომ მათ შესახებ ინტერნეტის საშუალებით ვისაუბრებთ და საინტერესო ბმულებს მარჯვედ მოვიშველიებთ )

თამარა ერთხელ გვესტუმრა ბავშვების ოთახში და ჩვენზე დაწერა თავის ბლოგზე. თუ რატომ გვესტუმრა და რა ხდებოდა იმ დღეს, მისივე ბლოგზე აი აქ ნახეთ.



ELISABEDI

ამ ბლოგისა და მისი შემქმნელის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. როგორც ჩანს ახალია ბლოგოსფეროში და ამიტომ ბევრი ინფორმაცია არ დევს. თუმცა მან უკვე მოახერხა დაეწერა პოსტი ქართული ბლოგების შესახებ და მასში ჩემი ბლოგი ეხსენებინა. აი აქ დააჭირეთ და წაიკითხეთ.






იმედს ვიტივებ, რომ კომენტარებში თქვენს აზრს გაგვიზიარებთ მეზღაპრესა და მის ბლოგის შესახებ, რადგან ყველა მკითხველის აზრი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. არ მოგერიდოთ არც რჩევებისა და არც შენიშვნების მოცემა ;)

1 comment:

  1. მიხარია , რომ ამ ბლოგს გადავაწყდი :)

    ReplyDelete