23 September 2010

შაბათის ზღაპრის დღეები გრძელდება – ანონსი



"25 სექტემბერიდან "ლიგამუსში" გაგრძელდება შაბათის ზღაპრის დღეები. ყოველ შაბათს, 11–დან 13 საათამდე ბავშვებს უამრავი საინტერესო წიგნი, თავგადასავალი და აქტივობა ელოდებათ!!!"
დღეს ეს ტექსტი გამოჩნდა ლიგამუსის "ფეისბუქის" კედელზე. 20 ადამიანმა "დაალაიქა", ანუ დააჭირა ღილაკ "მომწონსს" და კიდევ რამდენიმემ დატოვა კომენტარი.
იმედი მაქვს, რომ რეალურ სამყაროში არა ნაკლები ბავშვი გამოხატავს სურვილს მოვიდეს შაბათს ლიგამუსში. მე პირადად მოუთმენლად ველოდები ამ დღეს... მომენატრა მეზღაპრეობა!
მომენატრა ბავშვები, მათი დაინტერესებული, განცვიფრებული და მხიარული სახეები.
ამ შაბათს და კიდევ მომდევნო რამდენიმე შაბათს ქართულ ზღაპრებს გავეცნობით. ზღაპრების შემდეგ კი ხელებს ფლომასტერებით, საღებავებით და წებოთიც დავისვრით, იმის გასაგებად, თუ რის გასაკეთებლად, მოსვლა მოგიწევს ლიგამუსში შაბათს 11 საათზე. მეტს არ გეტყვი.
დასვრის ნუ შეგეშინდება ჩემს კარადაში ბევრი წინსაფარი მაქვს.
გელოდებით...

No comments:

Post a Comment