30 September 2010
სიზმარა – ძველი ზღაპრის დღის მიმოხილვა
ქართული ზღაპარი "სიზმარა" ჩემი ერთერთი უსაყვერლესი ზღაპარი იყო ბავშობაში, ბიძაჩემი მიყვებოდა ხოლმე. ახლა წიგნიც გამოვიდა, რომელსაც სიზმარა ჰქვია და მასში სრულად არის მოყოლილი მისი თავგადასავალი.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავაკეთეთ კოლაჟი სახელად "ჩემი სიზმრები".
კოლაჟი არის (ფრანგ. coller - შეწებება) -- განსხვავებული ფორმების ნაწილებისგან ახალი მთლიანის შექმნა-შეკოწიწება. მაგ. კოლაჟი ხელოვნებაში შეიძლება შეიცავდეს ერთ მთლიან თაბახზე ან ტილოზე დაწებებულ საგაზეთო ამონაჭრებს, ბაფთებს, ზონრებს, ხელთნაკეთი ფერადი ქაღალდების ნაჭრებს, ფოტოებსა და სხვ.
ჯერ დავხატეთ ჩვენ ჩვენი სიზმარი, რომელიც ბოლოს ვნახეთ ან ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა, და შემდეგ ეს ნახატები და ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვექმნა საერთო ნამუშევარი. როგორი გამოგვივიდა თქვენ შეაფასეთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment