”ლიგამუსი” ახალ სერვისს გთავაზობთ 6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის!
რა სერვისს?
თეატრალურ წრეს
წინა შაბათს, ანუ 6 მარტს, ჩატარდა პირველი შეხვედრა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ეს პროექტი გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში. კვირაში ორჯერ ორ-ორი საათით ვეცდებით ბავშვები ვამოგზაუროთ თეატრალური ხელოვნების კულისებში.
როდის? რომელ საათზე? სად? ვისთან ერთად? ვისთვის? სამწუხაროდ ჯერ ყველა კითხვაზე არ მაქვს პასუხი. ეს პროექტი განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე არის 6 წლის და ჯერ არ გამხდარა 11-ის. წიგნების მაღაზია "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში სამშაბათობით და შაბათობით, საათები ჯერ მორiგების პროცესშია, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ შაბათს რეპეტიცია 11 საათზე დაიწყება. ამ პროექტის ავტორები, შემსრულებლები, დირექტორები, წამყვანები ... არიან ელენე გავაშელიშვილი და თამთა კუხალეიშვილი (ანუ მე).
თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ არ მოგერიდოთ კომენტარებში დამისვით და პასუხს აუცილებლად გაგცემთ.
რაც შეეხება კითხვის დღეს! თატრალური წრის გამო, საათები გადაიწევს და ჩატერდება ხოლმე შაბათობით 2-დან 4 საათამდე.
მოგესალმებით, ძალიან მიხარია ასეთი საინტერესო პროექტის დაწყება. მყავს 6 წლის შვილი თეკლა. რა არის საჭირო იმისთვის რომ ჩაერთოს ”თეატრალური წრის” ცხოვრებაში?
ReplyDeleteგმადლობთ,
მარი
საჭიროა, რომ ამ შაბათს 11 საათზე მოიყვანოთ. სასურველია ცეკვის ჩუსტები თან ჰქონდეს და მოსახერხებელი ტანსაცმელი ეცვას. დეტალებზე კი ვილაპარაკოთ შაბათს, რომ მოხვალთ.
ReplyDeleteda 11 weli dzalian cotaa. teenagerebsac gvchirdeba minimumi bidzgi = )))
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
Deleteმოგესალმებით, მყავს 6 წლის გოგონა გვინდა, რომ თქვენს თეატრალურ წრეზე ვატაროთ რა არის ამისათვის საჭირო?
ReplyDeleteსამწუხაროდ თეატრალური წრის ორივე ჯგუფი შედგენილია და ახალ ბავშვებს აღარ ვიღებთ. ყოველ ახალ სასწავლო წლის დასაწყისში დგება ჯგუფები. მხოლოდ შემიძლია გირჩიოთ, რომ თუ ისევ დაინტერესებული იქნებით სექტემბერში დაგვიკავშირდეთ.
ReplyDelete