წავიკითხე ვაჟა–ფშაველას "მელია კუდაგრძელია (საახალწლო ზღაპარი)" პალიტრა L–ის სერიის "ჩემი საყვარელი ზღაპრების" მეექვსე წიგნიდან.
გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მისალოცი ბარათები. დავამზადეთ სამ განზომილებიანი მისალოცები. ესეთი გამოვიდა:
იმისთვის რომ დაამზადო ასეთი მისალოცი, დაგჭირდება:
- მაკრატელი
- წებო
- ფანქარი
- ფერადი ფურცლები
- ბრჭყვიალა წებოები
აიღე ერთი ფურცელი და შუაზე გადაკეცე – ეს იქნება მისალოცის ყდა, რომელსაც ლამაზად გააფორმებ.
აიღე მეორე იგივე ზომის ფურცელი და ისიც შუაზე გადაკეცე. ამ ფურცელზე დახატე ზოლები, რომლებიც ერთმანეთისგან ერთნაირად იქნებიან დაშორებულები. გამოჭერი. ამ გამოჭრილ ზოლებზე დააწებე ფერად ფურცლებიდან გამოჭრილი ნაძვის ხეები. მორთე ისინი ბრჭყვილა წებოებით.
ეს ნაძვის ხიანი ფურცელი მიაწებე მისალოცის ყდას. აცადე გაშრობა.
მომეწონა საახალწლო განწყობა :)
ReplyDeleteასეთი თბილი კუთხეები ქართულ ინტერნეტში დიდი იშვიათობაა.
ახალ წელს გილოცავთ:)
დიდი მადლობა ასეთი კომენტარის დატოვებისთვის.
ReplyDeleteმეც გილოცავთ ახალ წელს :)