პიტერ პენი
"ყველამ იცის პიტერ პენის ამბავი, ბიჭუნასი, რომელსაც გაზრდა არ სურდა. პიტერ პენი არარსებული ქვეყნის პატარა კუნძულზე, თავგადასავლებში ატარებს თავის მარადიულ ბავშვობას. კლასიკური ორენოვანი ზღაპრები საშუალებას აძლევს პატარებს ხალისით შეისწავლონ და გამოიცნონ სიტყვები ორივე ენაზე. იოლად აღსაქმელი ტექსტი, შემკული მშვენიერი ილუსტრაციებით, ამ ზღაპრებს საშინაო თუ სასკოლო ბიბლიოთეკის შესანიშნავ შენაძენად აქცევს."
შემიძლია დავადასტურო ლოგოს პრესისეული წიგნის აღწერა, სწორედ ეს გამომცემლობა გვთავაზობს მას.
ეს წიგნი ნამდვილად გაფორმებულია შესანიშნავი ილუსტრაციებით და ტექსტიც ლაკონური და იოლად აღსაქმელია. ვფიქრობ საინტერესო და გამოსადეგი უნდა იყოს მისი წაკითხვა ბავშვისთვის, რომელიც ახლა სწავლობს ინგლისურს.
ასე რომ თუ ახლა დაიწყე სკოლაში ინგლისურის სწავლა სთხოვე მშობლებს, რომ გიყიდონ ეს წიგნი; მითუმეტეს თუ ამ პერსონაჟს, პიტერ პენს, ჯერ არ იცნობ იმიტომ, რომ გპირდები ის აუცილებლად შეგიყვარდება.
მის ერთერთ საიდუმლოს გაგიმხელ: მას ფრენა შეუძლია! დანარჩენი კი შენთვითონ წაიკითხე.
ეს წიგნი შეგიძლიათ სულ პატარებსაც უყიდოთ, ისინი მოიხიბლებიან ნახატებით და პიტერ პენის თავგადასავლებით, რომლებსაც თქვენ წაუკითხავთ. ჩემი მეგობრის 3 წლის შვილი ამ წიგნზე გიჟდება და ძილის წინ მუდმივად ითხოვს მის წაკითხვას! როცა გაიზრდება და ინგლისურის სწავლას დაიწყებს, წიგნების თაროდან გადმოიღებს და უკვე თვითონ წაიკითხავს.
სერიაში "ჩემი პირველი ორენოვანი კლასიკური ზღაპრები" ასევე არის წიგნი სახელად "წითელ ქუდა", ის არ წამიკითხავს და უბრალოდ ვვარაუდობ რომ კარგია. ორივე წიგნი იყიდება ლიგამუსში, ასე რომ მოდით და გადაამოწმეთ და დამიტოვეთ კომენტარები თქვენი აზრის შესახებ.
No comments:
Post a Comment