11 February 2010

Tex Avery მულტფილმების შემქმნელი

მულტფილმს, რომ უყურებ და კარგად იცინი, გიფიქრია ვინ მოიგონა ეს სასაცილო მომენტები, ვინ შექმნა ეს დიდ ცხვირიანი პერსონაჟი, ვინ დახატა, ვინ აქცია უმოძრაო ნახატები მოძრავ ფიგურებად, რომლებიც ხან მღერიან და ხანაც რაღაც სასაცილო რამეებს აკეთებენ.  

ყველა მულტფილმს თავისი შემქმნელი ყავს. ადამიანი რომელიც იგონებს როგორი უნდა იყოს პერსონაჟი და რა უნდა მოხდეს მულტფილმში. შემდეგ თავის ფიქრებს ხატავს და ჩვენ მის წარმოსახვიდან დაბადებულ მულტფილმს ვუყურებთ.  

ამ პოსტში ერთ ესეთ ადამიანს გაგაცნობთ:


ტექს ავერი (1908-1980) იყო ამერიკელი ანიმატორი, კარიკატურისტი, მულტფილმების დირექტორობისა და პროდიუსერობისთვის სახელგანთქმული. ის მოღვაწეობდა ეგრედ წოდებულ Golden Age of Hollywood*-ის დროს.

















ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა Warner Bros და Metro-Goldwyn-Mayer-სთან თანამშრომლობისას. მან შექმნა დღესაც ცნობილი პერსონაჟები: Looney Tunes-ის ვარსკვნავები Daffy Duck და Bugs Bunny, MGM-ისთვის კი Droopy, Screwball Squirrel, Porky Pig და Chilly Willy.














მან დიდი გავლენა იქონია 40-50-იანი წლების მულტიპლიკაციურ ფილმებზე.
ავერის სტილმა დაანგრია უალტ დისნეის დამყარებული მკაცრად რეალისტური ყალიბი და წაახალისა ანიმატორები, რომ გაეკეთებინათ მულტფილმებში ისეთი რაღაცეები რასაც ფილმებში ვერ გადაიღებდნენ. ამ პერიოდში კინო ინდუსტრია მხოლოდ იწყებდა განვითარებას, ამიტომ ფილმებში ჯერ არ შეეძლოთ ისეთი სპეც ეფექტების გაკეთება, როგორიცაა პერსონაჟის ნაწილებად დაშლა ან გაბრტყელება და სხვა.


"მულტფილმში ყველაფრის გაკეთე შეგიძლია" ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად ავერის მულტფილმებთან ციტირებენ. მის მულტფილმებში მართლაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს!


ამ პოსტისთვის ჩემი უსაყვარლესი ორი მულტფილმი ავარჩიე, თუმცა ტექს ავერის ბევრად მეტი აქვს შექმნილი. თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ მისი სხვა ნამუშევრები; საძიებო გრაფაში ჩაწერეთ Tex Avery.


*ჰოლივუდის ოქროს ხანა

No comments:

Post a Comment