01 February 2010

წერო - მიმოხილვა

წინა შაბათს Ligamus-ის ბავშვების ოთახში წეროს დღესასწაული მოვაწყეთ.

ვუყურეთ მოკლე მეტრაჟიან
მულტფილმს სახელად "Partly Cloudy", ეს მულტფილმი არის Pixar-ის სტუდიის 2009 წლის ნამუშევარი და მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც გვიმხელს თუ საიდან მოყავთ წეროებს ბავშვები: ღრუბლებიდან. ძალიან ლამაზი მულტფილმია და შეგიძლიათ ის გადმოწეროთ და უყუროთ საიტიდან:


წეროები ითვლებიან ფრინველებად, რომლებიც მოასწავებენ ბედნიერებასა და კეთილდღეობას, სავარაუდოდ ამ რწმენისგან გამომდინარეობს მითი იმის შესახებ, რომ ახალშობილები წეროებს მოყავთ.





იმისთვის რომ გაგვეგო მეტი წეროების შესახებ, მაღაზიისგან ვითხოვეთ ორი წიგნი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის "ცხოველთა სამყარო" და პალიტრა L-ის "საყმაწვილო ენციკლოპედია; ცხოველები" როცა გვეზარება დიდი წიგნების ფურცვლა იმ მიზნით, რომ კონკრეტული ინფორმაცია ვიპოვოთ, უნდა წიგნის ბოლო გვერდებზე გადავშალოთ სადაც ვიპოვით სახელთა საძიებელს, ამ საძიებელში ანბანის მიხედვით დაწყობილია სხვა და სხვა სიტყვა, იქ ვიპოვეთ სიტყვა წერო გადავედით გვერდ 118-ზე და აღმოვაჩინეთ, რომ წეროების აუარებელი ტიპი არსებობს და რომ ერთმანეთს საერთოდ არ გვანან, ხოლო ის წერო როგორიც ჩვენ წარმოსახვაშია რეალურად არის წეროს ერთერთი სახეობა, რომელსაც ჰქვია თეთრი წერო (მშობლებო თითქოს სიტყვების საძიებლის არსებობა ისეთი თავისთავადია, რომ მას სწავლება არ სჭირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, თუ თქვენ ბავშვებს ამ "საიდუმლო", მოხერხებულ ხერხს ასწავლით ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩებიან)




"მელა და წერო" იგავ-არაკია, რომელიც წავუკითხე ბავშვებს წიგნიდან "ჩემი პირველი წიგნი; ცისფერი წიგნი". ამ იგავის მოსმენის შემდეგ ბავშვებმა დახატეს ნახატები, რომლებშიც გამოსახეს, როგორ მიიღებდნენ წეროს თავიანთ სახლში მათ, რომ სტუმრებოდა.




ბოლოს კი შევუდექით ფერადი ქაღალდებისგან წეროების კეთებას. ამ საქმიანობას, ანუ ქაღალდის კეცვის იაპონურ ხელოვნებას, ორიგამი ჰქვია. წეროს გაკეთება არც ისე რთულია. დეტალური მითითებები ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ და სახლშიც გააკეთოთ. ჩვენ ეს წეროები ჩვენი კითხვის კუთხის ტენტში ჩამოვკიდეთ, შეგიძლიათ შემდეგ შაბათს გვესტუმროთ და ნახოთ ისინი, იქამდე კი სურათით დატკბით :)


2 comments:

  1. თამთა, ძალიან მომეწონა პოსტი:) ჩემს ბავშვობაში რომ მყოლოდა ასეთი მეზღაპრე ძალიან კარგად დამამახსოვრდებოდა :)

    ReplyDelete
  2. მადლობა, ესეთი კომენტარისთვის :)

    ReplyDelete