ამჯერად მეც მსმენელი ვიქნები. თქვენთან ერთად დავჯდები და მოვუსმენ სანდრო ასათიანს, რომელიც თამარა კალხიტაშვილთან ერთად წაიკითხავს მის მიერ დაწერილ წიგნებს და ბავშვებს საკუთარი ილუსტრაციებით გაფორმებულ სამყაროს გააცნობს.
როგორც უკვე მიხვდით ჩვენი სტუმარი იქნება სანდრო ასათიანი, რომელიც შემდეგნაირად წარმოგვიდგენს თავს თავისი წიგნების უკანა ყრდაზე:
"დიდი ხნის წინათ გამომცემლობა „დიოგენეში“ ვმუშაობდი. წიგნის დიზაინს ვაკეთებდი და ხანდახან ილუსტრაციებსაც. ჩემი სამსახურის პარალელურად უცნაური წიგნების კეთება დავიწყე. ანუ, სხვა და სხვა ისტორიებს ვწერდი, მერე მათთვის ილუსტრაციებს ვხატავდი, თავადვე ვაკაბადონებდი, პრინტერზე ვბეჭდავდი და ჩემს მეგობრებს ვჩუქნიდი.
მერე, რაღაც დროის შემდეგ, ფლორენციაში მოვხვდი. ფლორენციაში გამომცემლობა LIBRI LIBERI გავიცანი და მათ ძალიან მოეწონათ ჩემი წიგნები. ასე და იწყო ჩვენი თანამშრომლობა. ორი წლის განმავლობაში LIBRI LIBERI-მ, 12-ზე მეტი წიგნი გამოსცა ჩემი ტექსტებით და ილუსტრაციებით. სა მი წიგნის მიხედვითკი, იტალიაში სპექტაკლიც დაიდგა.
ახლა თბილისში ვარ და ვცდილობ, იტალიაში გამოცემული წიგნები ქართულ ენაზეც გამოვცე."
შემოგვიერთდით ხვალ 12 საათიდან 14-მდე და ერთად გავეცნოთ სანდროს სამყაროს, მითუმეტეს რომ ის ბევრ საინტერესო სიურპრიზს გვპირდება.
No comments:
Post a Comment